ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მედია იუწყება, რომ დღეს, ისრაელის მხრიდან ნასროლი 2 რაკეტა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მყოფ სამიზნეებთან აფეთქდა. ახალი ამბების სააგენტო "სანა" მსხვერპლზე, ან ზარალზე არაფერს ამბობს. მათ ინფორმაციაში მხოლოდ ის არის ხაზგასმული, რომ ისრაელის იერიში არის პასუხი სამხრეთ სირიაში მებრძოლი ამბოხებულების ბოლო დამარცხებებზე.

ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის - "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" - მონაცემებით, ისრაელის რაკეტები სამთავრობო ძალების მხარეს მებრძოლი დაქირავებული მეომრების იარაღის საწყობებს მოხვდა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG