ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტს ადანაშაულებს


საუბარია გაფრთხილებებზე ბენღაზიში მდებარე ამერიკის საელჩოზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ფილიპ რენე „სი-ენ-ენის“ მიერ ქრისტოფერ სტივენსის პირადი დღიურების ეთერში გახმოვანებას „საძაგლობას“ უწოდებს. ლიბიაში დაღუპული ამერიკის ელჩის ოჯახი მისი გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო და ამის შესახებ ტელეარხს წინასწარ შეუთანხმდა.

„სი-ენ-ენი“ პირობის დარღვევას იმით ხსნის, რომ ამერიკელებს უფლება აქვთ გაეცნონ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც დაღუპული ელჩის დღიურები შეიცავს. საუბარია გაფრთხილებებზე ბენღაზიში მდებარე ამერიკის საელჩოზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც, როგორც დღიურებიდან ირკვევა, არაერთხელ გაისმა. ტელეკომპანია სახელმწიფო დეპარტამენტს საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების არასაკმარის დაცვაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG