ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ამერიკელი ბიზნესმენი მძევლად ჰყავთ


100-მდე თანამშრომელმა ქარხნის ყველა გასასვლელი გადაკეტა და სამსახურიდან დათხოვილი მუშებისთვის შეღავათების გადახდას ითხოვს

ამერიკელი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ პეკინის გარეუბანში მდებარე მის საწარმოში ის ხელფასებთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების გამო მძევლად ჰყავთ აყვანილი. ჩიპ შტერნსის კომპანიის სათაო ოფისი ფლორიდაში მდებარეობს. ბიზნესმენი სამედიცინო სფეროსთვის სამრეწველო საქონელს აწარმოებს.

შტერნსი იტყობინება, რომ პარასკევის შემდეგ მას ქარხნის ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ. 100-მდე თანამშრომელმა ყველა გასასვლელი გადაკეტა და 30-მდე სამსახურიდან დათხოვილი მუშაკისთვის შეღავათების გადახდას ითხოვდა. შტერნსი იტყობინება, რომ ის ძალიან დაღლილია, ვინაიდან ძილის საშუალებას არ აძლევენ. თანამშრომლები მას განათებულ ოფისში ამყოფებენ და ფანჯრებზე გამუდმებით აბრახუნებენ. ქარხნის დაცვა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG