ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2016 წელს ავღანეთში მილიონამდე დევნილი დაბრუნდა


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი

დაახლოებით ერთ მილიონამდე ავღანელი დევნილი ქვეყანაში დაბრუნდა. ავღანეთის მთავრობის თქმით 2016 წლის განმავლობაში პაკისტანიდან და ირანიდან მილიონამდე ადამიანი საკუთარი ნებით დაბრუნდა.

2016 წლის მაჩვენებელი წინ უსწრებს უკანასკნელი 14 წლის მონაცემებს. თუმცა ავღანეთის დევნილთა და რეპარაციის სამინისტროს განცხადებით, ამავე წელს დაახლოებით 550,000 ადამიანმა ავღანეთი დატოვა მიმდინარე დაპირისპირებების და უსაფრთოხების საკითხების გამო.

ავღანეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1.3 მილიონია.

XS
SM
MD
LG