ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში 118 ოფიციალური პირი დააკავეს


თურქეთის პოლიციამ 118 ოფიციალური პირი დააკავა ქურთა „სახალხო დემოკრატიულ პარტიასთან“ (HDP) კავშირების გამო. პოლიციის განცხადებით, მათ ქურთულ მუშათა პარტიასთან - ტერორისტულ ორგანიზაციასთან, აქვთ კავშირი.

პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებები 10 დეკემბრის ორ ტერაქტს მოჰყვა, რომელზეც პასუხისმგებლობა ქურთების მუშათა პარტიამ (PKK) აიღო. ბეშიქთაშის სტადიონთან განხორციელებული აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა.

მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე საათში, თურქეთის სამხედრო შენაერთებმა, ჩრდილოეთ ერაყში, PKK-ის პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. პრო-ქურთული, სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერი ერთ-ერთია, ვინც პოლიციამ დააკავა, ტერორისტულ ჯგუფთან სავარაუდო კავშირების გამო.

XS
SM
MD
LG