ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალმა Time, დონალდ ტრამპი წლის ადამიანად დაასახელა


 ჟურნალმა Time, დონალდ ტრამპი წლის ადამიანად დაასახელა
ჟურნალმა Time, დონალდ ტრამპი წლის ადამიანად დაასახელა

დღეს ჟურნალმა Time, თავის ყოველწლიურ ნომინაციაში, პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად“ დაასახელა. ჟურნალმა ხაზი გაუსვა მის გავლენას 2016 წელზე, და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მიუხედავად იმისა "[ტრამპის გავლენა]
უკეთესობისკენ იყო თუ უარესობისკენ“.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ცოტა ხანში, NBC - თან სატელეფონო ინტერვიუში, ტრამპმა TIME-ის გადაწყვეტილებას, „დიდი პატივი“ უწოდა.

ჟურნალის წამყვანმა რედაქტორმა, ნენსი გიბსმა , სტატიაში რომელიც ნომინაციას შეეხებოდა, აღნიშნა რომ: „შეუძლებელია იმ რყევის მასშტაბი განიზომოს“, რაც ტრამპმა პოლიტიკურ არენაზე გამოიწვია და მკითხველებს შეახსენა, რომ „წლის პიროვნება“-ს რედაქტორები იმის მიხედვით ირჩევენ, ვინც ახალ ამბებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

XS
SM
MD
LG