ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ


ირანთან მიღწეულმა ბირთვულმა შეთანხმებამ ერთწლიან გამოცდას გაუძლო. მხარეები მთავარი პირობების დაცვას ძირითადად უზრუნველყოფენ, თუმცა მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ მოწინააღმდეგე მხარე მოლაპარაკების შედეგით ისარგებლებს და აღებულ პასუხისმგებლობათა საკუთარ ნაწილს ბოლომდე არ შეასრულებს. “მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც, რისთვისაც საგანგებოდ დანიშნული ელჩი გვყავს. ის შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად შექმნილ გუნდს უძღვება” - განაცხადა დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

ექვსი სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა ირანთან ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია. ის ირანის ბირთვული პროგრამების შეზღუდვის სანაცვლოდ თეირანზე დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების მოხსნის გარანტიას იძლეოდა. ირანთან მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია.

XS
SM
MD
LG