ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის წიგნი „პირდაპირი სიტყვა“


პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამონათქვამები ერთ წიგნად გამოიცა. სამტომეულში თავმოყრილია რუსეთის ლიდერის 15 წლიანი კარიერის მანძილზე გაკეთებული ყველა გამოსვლა და მიმართვა.

წიგნის „პირდაპირი სიტყვა“ პრეზენტაცია მოსკოვში უქმეებზე გამართულ წიგნების გამოფენაზე მოხდა. გამომცემლობა „ზვონიცა“ და გამომცემელი გიორგი ზაიცევი მას „ეპოქის პორტრეტს“ უწოდებს და პრეზიდენტ პუტინს ისეთ ლიდერებს ადარებს, როგორიცაა შარლ დე-გოლი და ფიდელ კასტრო. გამომცემელი ამტკიცებს, რომ წინასწარი შეკვეთების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია ყირიმში. ნახევარკუნძული რუსეთმა უკრაინისგან 2014 წელს მიიტაცა.

XS
SM
MD
LG