ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს


ვეტერანი ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ გილკი და მისი თარჯიმანი ზაბიჰულა თამანა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოკლეს. ისინი ავღანეთის არმიის ქვედანაყოფთან ერთად მგზავრობდნენ, როცა მათზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მათთან ერთად ავტოკოლონაში კიდევ ორი ჟურნალისტი იყო, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. პეკინში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს მამაცი უწოდა. ჯონ კერის თქმით, მომხდარი „იერიში კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ ავღანეთის ხალხი ისევ საფრთხის წინაშე იმყოფება“.

ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს „ენ-პი-არის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 წლის დევიდ გილკი რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი იყო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ავღანეთში ყოველგვარი ესკორტის გარეშე გაემგზავრა. ცნობილია მისი რეპორტაჟები ღაზის სექტორში 2008-2009 წლებში მიმდინარე შეტაკებების დროს, თუ ჰაიტიზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG