ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზში ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების თაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს. პავლო კლიმკინი აცხადებს, რომ რაიმე განსაკუთრებული შედეგი მოლაპარაკებას არ მოჰყოლია. მისი თქმით, რუსეთის მხარე არცერთი საკითხის დეტალური განხილვისთვის მზად არ არის, განსაკუთრებით - უკრაინელ ტყვეთა გათავისუფლების თემაზე.

მოლაპარაკებაში უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მოლაპარაკების პროცესით უკმაყოფილოა და ამას ჟურნალისტებთან საუბარშიც ადასტურებს.

XS
SM
MD
LG