ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა სტამბოლის პოლიციის ოფისზე


თურქეთში პოლიციამ ორი შეიარაღებული ქალი მოკლა, რომლებიც თავს დაესხნენ პოლიციის ოფისს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თავდამსხმელები სტამბოლში განხორციელებული იერიშის შემდეგ გაიქცნენ და ახლოს მდებარე შენობებს შეაფარეს თავი. პოლიციამ ისინი ალყაში მოაქცია და შეტევა მათი ლიკვიდაციით დასრულდა. თავდამსხმელების ვინაობა მედიისთვის უცნობი რჩება. სამართალდამცავებს ეჭვი ქურთ მებრძოლებზე და ასევე ულტრამემარცხენე ამბოხებულებზე აქვთ.

XS
SM
MD
LG