ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სამშვიდობო შეთანხმება სირიის თაობაზე


გაეროს დიპლომატები სირიის თაობაზე უშიშროების საბჭოს რეზოლუციას განიხილავენ, რომელიც ამერიკის და რუსეთის მიერ ერთობლივად იქნა შემუშავებული. “ერთადერთი გზა, რომლითაც ამ ომის დასრულება შეგვიძლია” - ასე ახასიათებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებულ შეთანხმებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.

სირიაში მეომარ მხარეებს შეთანხმებაში მონაწილეობაზე თანხმობის განსაცხადებლად ვადა პარასკევს შუადღემდე ეძლევათ. საბრძოლო მოქმედებები კი აქედან 12 საათის შემდეგ უნდა შეწყდეს. “ალტერნატივა არის ის, რომ ომი კიდევ უფრო უარეს შედეგებს მოიტანს, სირია შესაძლოა სრულად განადგურდეს და მისი აღდგენა შეუძლებელი გახდეს” - განაცხადა ჯონ კერიმ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი ადასტურებს, რომ რუსეთი სხვა, ალტერნატიულ გეგმას არ განიხილავს.

XS
SM
MD
LG