ფილმს "ყურადღების ცენტრში" ოსკარის 6 ნომინაცია აქვს
"ბოსტონ გლოუბის" ჟურნალისტურმა გამოძიებამ კათოლიკური ეკლესიის მიერ მიჩქმალული პედოფილიის 70-მდე შემთხვევა ამხილა. ჟურნალისტებმა პულიცერის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვეს. მათ შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმი "ყურადღების ცენტრში" კი 6 ოსკარზე, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის პრიზზეა წარდგენილი.