ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით პროფესორები დააპატიმრეს


თურქეთის პოლიციამ, სულ ცოტა, 12 სწავლული დააკავა, რომლებსაც “ტერორისტული პროპაგანდის” მხარდაჭერა ედებათ ბრალად. ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც დაკავებულებმა პეტიცია შეადგინეს, რომელშიც მთავრობას ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას სთხოვდნენ.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” აცხადებს, რომ კოჩაელის უნივერსიტეტის პროფესორები დღეს გამთენიისას დააკავეს. პოლიცია დამატებით ცხრა ადამიანის აყვანას გეგმავს.

დღეს დაპატიმრებული პროფესორები 1200 ადამიანს შორის არიან, რომლებიც თრქეთის მთავრობის მიერ ქვეყნის სამხრეთში ქურთების “წინასწარ გაზრახულ ხოცვა-ჟლეტას და დეპორტაციას” გმობენ.

XS
SM
MD
LG