ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რიგითი ამერიკელების კითხვებს უპასუხებს


იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ საპრეზიდენტო განკარგულების გამოცემის შემდეგ, პრეზიდენტი ობამა რიგითი ამერიკელების კითხვებს უპასუხებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზატორი ტელეკომპანია “სი-ენ-ენი” იქნება.

გადაცემას ტელეკომპანიის ცნობილი წამყვანი, ჟურნალისტი ანდერსენ კუპერი გაუძღვება და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ ეთერში გავა. რიგით ამერიკელებთან შეხვედრა და მათთან საუბარი ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე ვირჯინიის შტატის ქალაქ ფეარფაქსში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის აუდიტორიაში იგეგმება.

XS
SM
MD
LG