ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კელნში ძალადობის ფაქტებს იძიებენ


გერმანიის იუსტიციის მინისტრი ჰეიკო მასი ამბობს, რომ თუკი ქალაქ კელნის ინციდენტში დამნაშავე თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტები არიან, ისინი ქვეყნიდან გაძევებული უნდა იყვნენ. მან კომენტარი ოთხშაბათს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც კელნში ახალ წლებზე ქურდობების და ქალების შეურაცხყოფის ზედიზედ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

გერმანიის პოლიცია მომხდარს იძიებს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით კელნის ფაქტებში მონაწილეთა ვინაობა დაზუსტებული არ არის. გამოძიებას ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ ვინ იყო ახალი წლის უქმეებზე მომხდარი ინციდენტების ორგანიზატორი. ოფიციალური ვერსიით, შესაძლოა მომხდარი კრიმინალური დაჯგუფების მიერ კოორდინირებული ქმედების ნაწილი იყოს.

XS
SM
MD
LG