ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა


ლიბიაში პოლიციის სასწავლო ცენტრთან მომხდარ აფეთქებაში სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ზლიტენში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც ასობით ახალწვეული იყო შეკრებილი, მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. საავადმყოფოდან მიღებული ცნობის მიხედვით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა არა 50, არამედ 65 იყოს.

მომხდართან დაკავშირებით გაეროს მისიის ხელმძღვანელი ლიბიაში სოციალურ ქსელ ტვიტერზე ამბობს, რომ ეს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული იერიში იყო. მარტინ კოლბერი მკაცრად გმობს მომხდარ ფაქტს და ყველა ლიბიელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG