ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის გენშტაბის უფროსი ანკარაშია


ამერიკის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ დანფორდი თურქეთში იმყოფება. ვიზიტის განმავლობაში წამყვანი თემა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

იმის გამო, რომ თურქეთი როგორც სირიას, ასევე ერაყსაც ესაზღვრება, შეერთებული შტატები თურქეთს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიიჩნევს.

ამერიკა სირიელ ქურთებს უჭერს მხარს, რომელიც ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე წარმატებული ძალაა. თურქეთი სირიელ ქურთებს მეამბოხეთა დაჯგუფება “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირში ადანაშაულებს, რომელსაც ანკარა დღეს სამხედრო ძალით ებრძვის.

XS
SM
MD
LG