ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ საშობაო მიმართვაში დევნილებზე ისაუბრა


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შობის წინ იმ ქრისტიანებს მიმართა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დევნილები არიან და ქრისტიანული კალენდრის ამ ერთ-ერთი უწმიდესი დღის სათანადოდ აღნიშნვის საშუალება არ აქვთ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ის თავის მეუღლე მიშელ ობამასთან ერთად, ამ ადამიანებს საკუთარ ფიქრებში და ლოცვებში მოიხსენიებს.

ობამამ ახლო აღმოსავლეთიდან დევნილ ქრისტიანებზე ისაუბრა, “რომლებიც ენით გამოუთქმელი ძალადობის და დევნის გამო იძულებული გახდნენ საკუთარი უძველესი მიწა-წყალი დაეტოვებინათ” და გაქცეულიყვნენ იმ მშობლიური ადგილებიდან, სადაც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ქმედების გამო, ეკლესიებში საშობაო ზარების რეკვა შეწყდა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიოს დანარჩენ ადამიანებთან ერთად ის ასევე ილოცებს მათთვის, ვინც სამხედრო სამსახურშია, დიპლომატიურ ან ჰუმანიტარულ მისიებში მსახურებს, რათა ადამიანთა ტანჯვა დასრულდეს და მათ სახლში მშვიდობა და იმედი დაბრუნდეს.

XS
SM
MD
LG