ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

TI: რუსეთი სირიაში კასეტურ ბომბებს იყენებს


ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიის” მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული საჰაერო კამპანიის შედეგად, სულ მცირე, 200 სამოქალაქო პირია მოკლული ჰოლმსში, იდლიბსა და ალეპოში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო იერიშების სამიზნე ზოგიერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები იყო, რომელთა სიახლოვესაც მეამბოხეების პოზიციები ან სამხედრო ნაგებობები არ იყო განლაგებული. გარდა ამისა, რუსეთი კასეტურ და უმართავ (ეგრეთ წოდებულ, "უჭკუო") ბომბებს იყენებს.

მოსკოვს ბრალდებაზე რეაგირება ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG