ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბების უმრავლესობა "ისლამური სახელმწიფოს" ეწინააღმდეგება


12 არაბულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 89 პროცენტი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგია. გამოკითხვაში 18 ათასზე მეტმა მუსლიმმა მიიღო მონაწილეობა და ის ყატარში დაფუძნებულმა კვლევისა და პოლიტიკის არაბულმა ცენტრმა ჩაატარა.

გამოკითხულთა 20 პროცენტს მიაჩნია, რომ სუნიტ და შიიტ ჯგუფებს შორის დაპირისპირება “ისლამური სახელმწიფოს” გაძლიერების უმთავრესი მიზეზია.

XS
SM
MD
LG