ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ ხოდორკოვსკის დაპატიმრების სანქცია გასცა


რუსეთის სასამართლომ მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების საერთაშორისო სანქცია გასცა. ხოდორკოვსკი კომპანია “იუკოსის” ყოფილი მფლობელი და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია.

რუსეთის პოლიცია მას ციმბირში ერთ-ერთი ნავთობის მომპოვებელი ქალაქის მერის მკვლელობის შეკვეთაში სდებს ბრალს. ხოდორკოვსკი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მოქმედება კრემლის პასუხია მის პრო-დემოკრატიულ საქმიანობაზე. ხოდორკოვსკი დღეს ლონდონში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG