ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომერციული ავიარეისები ამერიკა-კუბას შორის


ამერიკის შეერთებული შტატების და კუბის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ორ ქვეყანას შორის კომერციული ავიარეისების აღდგენის თაობაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ. ორ სახელმწიფოს შორის ფრენები ცივი ომის პერიოდიდან, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც შეწყვეტილია.

ამ თემაზე კუბის და ამერიკის დელეგაციები ვაშინგტონში მოლაპარაკებას ორშაბათიდან აწარმოებენ. თუმცა, შეთანხმების მისაღწევად წინასწარი სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რეგულარული რეისების დაწესების სურვილი რამდენიმე წამყვანმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის დელტამ, ამერიკულმა ავიახაზებმა, იუნაიტედმა და ჯეტბლუმ.

XS
SM
MD
LG