ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური სახელმწიფოს 3 ლიდერი მოკლეს


ოფიციალური წყაროების მიხედვით, მოკლულია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამი ლიდერი. პენტაგონის განცხადებით, სირიაში და ერაყში მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უძღვება, საჰაერო იერიშების შედეგად მოკლა ექსტრემისტული დაჯგუფების სამი ლიდერი, მათ შორის - აბუ სალაჰი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ფინანსებს განკარგავდა.

კოალიციის იერიშების შედეგად ერაყის ქალაქ რამადში დაჯგუფების 350 მებრძოლი დაიღუპა. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი დარწმუნებულია იმაში, რომ დაჯგუფება რამადიზე კონტროლს დაკარგავს, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელებისგან ის თავს იკავებს.

XS
SM
MD
LG