ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების პირველ ნაკადს კანადის პრემიერი დახვდა


კანადამ სირიიდან დევნილთა პირველი ნაკადი მიიღო. 163 სირიელი ტორონტოში ხუთშაბათს, გვიან ღამით, სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა.

დევნილებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დახვდა. მას თან ახლდნენ იმიგრაციის, ჯანდაცვის, თავდაცვის მინისტრები. ასევე, ონტარიოს პრემიერი, ტორონტოს მერი და სხვა ოფიციალური პირები. “ეს არაჩვეულებრივი ღამეა… ჩვენ მოგვეცა საშუალება ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ როგორი გულღია ვართ და კეთილად ვეგებებით ადამიანებს, ვინც ექსტრემალურად რთულ ვითარებას გამოექცა” - განაცხადა კანადის პრემიერმა.

XS
SM
MD
LG