ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ოთხი ადამიანი ჩამოახრჩვეს


პაკისტანში თალიბანთან დაკავშირებული ოთხი ადამიანი ჩამოახრჩვეს, რომლებიც სასამართლომ ბრალდებულად სცნო შარშან პეშევარის რეგიონში სკოლაზე თავდასხმაში. თავდასხმის შედეგად მაშინ 134 ბავშვი და სკოლის 16 თანამშრომელი დაიღუპა.

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა აგვისტოში გამოაცხადა, რომ ოთხივე ეჭვმიტანილს ტერორისტების დახმარებაში ბრალი დაუმტკიცდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა სიკვდილით დასჯაზე 2008 წელს დაწესებული მორატორიუმი მიმდინარე წლის მარტში გააუქმა. მას შემდეგ პაკისტანში ასობით ადამიანი დაისაჯა სიკვდილით.

XS
SM
MD
LG