ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი პარიზში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზში გაეროს კლიმატური ცვლილებების სამიტს ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს შეხვდა და გაესაუბრა. მათ შორის იყვნენ: შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, კანადის, ჩინეთის, თურქეთის, ისრაელის, ლიტვის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების ლიდერები.

პრემიერი ღარიბაშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პირადი მიწვევით იმყოფება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ჩარჩო კონვენციის კონფერენცია დღეს დაიწყო და 11 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მას 150-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება.

XS
SM
MD
LG