ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონპროექტი ვეტერანი ძაღლების შესახებ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოთხშაბათს თავდაცვის სფეროს ხარჯვით ნაწილში მოცულობით კანონპროექტს მოაწერა ხელი. ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, იმ ძაღლებს, რომელთაც სამხედრო ძალებში იყენებენ, სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ ამერიკაში დააბრუნებენ. ე.წ. ვეტერანი ძაღლების შინ წაყვანის უფლება პირველ რიგში იმ სამხედრო მოსამსახურეებს მიენიჭებათ, ვინც მათთან მუშაობდა და უვლიდა.

ადრე მოქმედი კანონმდებლობით, უცხოეთში მომსახურე ძაღლები პენსიაზე გასვლის შემდეგ სამხედრო ძალებში აღარ ირიცხებოდნენ და შესაბამისად, შეერთებულ შტატებში თავდაცვის უწყების ხარჯებით მათი ჩამოყვანა შეუძლებელი იყო. ახალი კანონით ძაღლების ამერიკაში დაბრუნება სავალდებულო ხდება.

XS
SM
MD
LG