ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გლობალური ალიანსის ინიციატივით გამოდის


მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება მოსკოვმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, კრემლი სირიაზე აქცენტს ზრდის და იქ საჰაერო იერიშებს აძლიერებს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო მეთაურებს მიუთითა, რომ კოორდინირება, მისი სიტყვებით, „ფრანგ მოკავშირეებთან მოახდინონ, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან“.

რუსეთი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის. ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთი სირიაში არა დაჯგუფების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების გამო და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასაცავად იბრძვის. ისინი შექმნილ სიტუაციას მოსკოვისთვის გაჩენილ იშვიათ შანსად აფასებენ, რომლითაც ის საერთაშორისო იზოლაციისგან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ ამისთვის რუსეთს ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა მოუწევს.

XS
SM
MD
LG