ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ყურადღება ტუნისისკენაა მიპყრობილი - ჯონ კერი


ჯონ კერიმ ტუნისელ კოლეგასთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, “მსოფლიოს ყურადღება ტუნისისკენაა მიპყრობილი”, ქვეყნისკენ, რომელიც არაბული გაზაფხულის სამშობლოდ ითვლება და რომლის წარმატებაში ამერიკა დაინტერესებულია.

დღეს მოგვიანებით ჯონ კერი ტუნისიდან ავსტრიის დედაქალაქში მიემგზავრება. ვენაში სირიის კრიზისის თემაზე მოლაპარაკების მიზნით, შაბათს 17 სხვადასხვა ქვეყნის, გაეროს და ევროპის კავშირის წარმომადგნლები შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG