ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა აზიის ქვეყნებში მიემგზავრება


მომავალ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზიის ქვეყნებში, ფილიპინებში და მალაიზიაში გამგზავრებას გეგმავს. ობამას ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა იქნება, რომელსაც შემოკლებით “თი-ფი-ფი”ს (TPP) უწოდებენ.

სუზან რაისი, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ამბობს, რომ “თი-ფი-ფი” რეგიონის მომავლის და მასში შეერთებული შტატების როლის განსაზღვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თქმით “ამერიკის ინტერესები განუყოფლად არის დაკავშირებული აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონთან”.

XS
SM
MD
LG