ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიჰადი ჯონი სავარაუდოდ მოკლულია


შეერთებული შტატების არმიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, მოკლულია მოჰამედ ემვაზი, ცნობილი ბრიტანელი ტერორისტი. ის სისტემატურად ჩნდებოდა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლებშიც დასავლეთის მძევლებს სასტიკად კლავდნენ.

ტერორისტს მეტსახელად ჯიჰადი ჯონს ეძახდნენ. იერიში მანქანაზე, რომელშიც ის სამ სხვა სამხედროსთან ერთად იჯდა, სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დეფაქტო დედაქალაქ რაქაში, დრონით - უპილოტო საფრენი აპარატით - მიიტანეს.

XS
SM
MD
LG