ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას პესიმისტური ხედვა ისრაელთან დაკავშირებით


თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ობამას დასკვნით, 2017 წლის დასაწყისში პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე, ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებს რეგიონში მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვანი პროგრესი არ ექნებათ. ობამა ორშაბათს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დასახვედრად ემზადება. უმაღლესი დონის შეხვედრა მიზნად ისახავს ისრაელის მთავრობასთან, რომელიც ირანის ბირთვულ შეთანხმებას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა, დიპლომატიური ურთიერთობის გამოკეთებას და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ამავე დროს, „იერუსალემ პოსტ“-ის თანახმად, ნეთანიაჰუმ თავისი ახალი პრეს-მდივნის თანამდებობაზე რან ბარაცის დანიშნვა შეაჩერა, რომელმაც ამ წლის დასაწყისში „ფეისბუქზე“ ობამას ანტისემიტი უწოდა, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის კი „ბავშვური საქციელის“ მქონე. ბარაცი ნეთანიაჰუსთან ერთად ვაშინგტონში არ გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG