ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასობით ბრიტანელის ევაკუაცია გადაიდო


იმის გამო, რომ ეგვიპტემ მეამბოხეებით ავსებული რეგიონის მიმართულებით ბრიტანეთის ავიარეისები შეაჩერა, დღეს, ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულის საკურორტო ქალაქში შერჩენილი ასობით ბრიტანელის ევაკუაცია გადაიდო.

ბრიტანულმა იაფმა ავიახაზმა „იზი ჯეტ“-მა გამოაცხადა, ფრენების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ დაგეგმილი ათი დამატებითი რეისიდან მხოლოდ ორმა მიაღწია შარმ ელ-შეიხის აეროპორტს და გამოფრენას დღეს შეძლებენ. ეგვიპტის ხელისუფლებამ რეისების გაუქმების მიზეზი არ დაასახელა.

ოთხშაბათს, ბრიტანეთმა სინაის მიმართულებით ყველა რეისი მას შემდეგ შეაჩერა, როცა გაჟღერდა, რომ გასულ კვირაში, ამ რეგიონში, რუსული ავიალაინერი შესაძლოა ბომბის აფეთქების შედეგად ჩამოვარდა, რამაც 224 მგზავრი და ეკიპაჟი იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG