ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა დებატებზე ცვლილებაა


მომავალი კვირაში დაგეგმილ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებზე, წინა დებატებთან შედარებით ნაკლები კანდიდატი იქნება, ათის ნაცვლად - რვა.

„ფოქს“-ის ბიზნესის სატელევიზიო სტუდიის მთავარ სცენაზე, მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, ყოფილი ნეიროქირურგი ბენ კარსონი, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, ტეხასის სენატორი ტედ კრუზი, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, „ჰიულეტ პაკარდის“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კარლი ფიორინა, ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კასიჩი და კენტუკის სენატორი რენდ პოლი იქნებიან. ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი, რომლებიც პირველი სამი დებატის დროს მთავარ სცენაზე იმყოფებოდნენ, ე.წ. „მეორე რიგის“ დებატებზე გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG