ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიური თვითმფრინავის კვალს სავარაუდოდ მიაგნეს


ახლადნაპოვნი ფრაგმენტი შესაძლოა მალაიზიური ავიახაზების MH-370 რეისის თვითმფრინავის ნაწილი იყოს, რომელიც 14 მარტს გაუჩინარდა.

ინდოეთის ოკეანეში ფრანგულ კუნძულზე თვითმფრინავის ორმეტრიანი ფრაგმენტი იპოვეს. ის შესაძლოა მალაიზიური ავიახაზების MH-370 რეისის თვითმფრინავის ნაწილი იყოს, რომელიც 14 მარტს გაუჩინარდა. გამომძიებლები ამ ვერსიის დაზუსტებას ცდილობენ.

ფრაგმენტი ფრთის ნაწილია და ის ოთხშაბათს მადაგასკარის მახლობლად მდებარე კუნძულ რეიუნიონის ნაპირთან გამოირიყა. კუნძული 3 500 კილომეტრითაა დაცილებული იმ ადგილიდან, საიდანაც ბოლოს ბოინგ-777-ის მდებარეობა დაფიქსირდა. თვითმფრინავის ნაწილის შესწავლაზე ავიაციის ფრანგი სპეციალისტები მუშაობენ. ისინი განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა.

XS
SM
MD
LG