ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ეთიოპიაში ჩავიდა


ადის აბებაში აფრიკის კავშირის ღონისძიება გაიმართა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეთიოპიის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც აფრიკული კავშირის შექმნის 50 წლისთავი აღინიშნება. ადის აბებაში გამართულ ცერემონიაზე ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა და აფრიკის კავშირის თავმჯდომარემ ჰაილემარიამ დეზალენმა აფრიკის ლიდერებს „სიღარიბისგან და კონფლიქტებისგან თავისუფალი კონტინენტის შექმნისკენ მოუწოდა.“ ცერემონიის დაწყებამდე, ჯონ კერიმ ნიგერიას ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ნიგერიას აქვს ტერორისტებისგან თავის დაცვის უფლება. ასევე, ჯონ კერიმ გამოხატა შეშფოთება სამთავრობო ძალების მიერ ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის გამო.
XS
SM
MD
LG