ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ 3 რაკეტა გაისროლა


მოკლე რადიუსის რაკეტების გამოცდის მიუხედავად, გაერო იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა შეჩერდება


გაეროს გენერალური მდივანი, სარაკეტო სროლების მიუხედავად, იმდოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოცდას შეაჩერებს. შაბათს ფხენიანის კომუნისტურმა მთავრობამ სამი მოკლე რადიუსის მქონე რაკეტა გაისროლა, რომლებიც აღმოსავლეთ ზღვაში ჩავარდა.

ბან კი-მუნმა განცხადება რუსეთიდან გააკეთა. გაეროს გენერალური მდივანი შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში პრეზიდენტ პუტინს ხვდება და მასთან სირიის საკითხებზე მოლაპარაკებას მართავს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, შაბათს ჩრდილოეთიდან მომხდარი სარაკეტო სროლების მიზანი უცნობია. სამხრეთი გულისყურით ადევნებს თვალს თითოეულ გასროლას და „მოსალოდნელი პროვოკაციისთვის“ მზად არის, აღნიშნა კიმ მინ-სეოკმა.
XS
SM
MD
LG