ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოწამლული წერილების ავტორი სასამართლოში წარდგება


ევერეტ დაჩკე
ეჭვმიტანილი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამას, მისისიპის შტატის სენატორსა და შტატის მოსამართლეს რიცინით მოწამლული წერილები გაუგზავნა, დღეს სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგება.

ევერეტ დაჩკეს ბრალად ბიოლოგიური იარაღის - რიცინის - გამოყენება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა ემუქრება.

რიცინი აბუსალათინის მარცვლებისგან მზადდება და მისი შესუნთქვის ან ჩაყლაპვის შემთხვევაში ის ადამიანისთვის უკიდურესად მავნე ნივთიერებაა.
დაკავებისას დაჩკემ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ გამოიყურება რიცინი.
გასულ კვირას ამერიკელმა სამართალდამცველებმა სხვა ადამიანი დააკავეს იგივე ბრალდებით, თუმცა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ ვერანაირი სამხილი ვერ აღმოაჩინეს, მას ბრალდება მოუხსნეს.
XS
SM
MD
LG