ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი


ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში სამაშველო ჯგუფები მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩაკარგული მოსახლეობის ძებნას განაგრძობენ.

შაბათის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალებული ლუშანის რაიონის ძებნა ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულ რაოინში გაწყვეტილია სატელეფონო კავშირიც. მაშველებმა ამის მიუხედავად გზების ნანგრევებისგან გაწმენდა მაინც მოახერხეს და მძიმე ტექნიკა დაზარალებულ რაიონებში გადააქვთ. ათასობით ადამიანს ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი არ მიეწოდება.

სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა თავი წითელი ჯვრის მიერ გაშლილი კარვების ქალაქისთვის შეეფარებინა.
XS
SM
MD
LG