ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის მოსახლეობის ნაწილს იმედი გადაწურული აქვს


ომიდან 10 წლისთაზე ასევე არიან ოპტიმისტებიც, რომლებიც ქვეყნის ნათელ მომავალს ხედავნ

ბაღდადის ქუჩებში გამთენიისას არაერთგან დაინახავთ მამაკაცების ჯგუფებს, რომლებიც დღიური სამუშაოს შესასრულებლად დამსაქმებლებს ეძებენ.

აბედ ხალედი სახლებს ღებავს. ის უკვე 10 წელის ამ ადგიზე მოდის იმ იმედით, რომ ვინმეს რამის შეღებვა დასჭირდება და მას დაიქირავებს. ის ამბობს, რომ თვეში ხანდახან რამდენიმე კლიენტი ჰყავს და თითო სამუშაო დღში დაახლოებით 35 დოლარს გამოიმუშავებს.

„ყველა იტანჯება. არავინ მუშაობს. როცა დამსაქმებელი მოდის ყველა მისი მანქანისკენ გარბის. ასეთი საქმიდან კი შემოსავალი ძალიან დაბალია. ცხოვრება ყოველდღიურად მძიმდება,“ ამბობს ის.

ბაღდადის ქუჩები მანქანებითაა სავსე. უსაფრთხოების ზომები კი მოძრაობას კიდევ უფფრო აფერხებს. ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თავის გატანა ჭირს. ომის შემდეგ, რომელმაც 100 ათასზე მეტი ერაყელი იმსხვერპლა, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს უკეთესად.

ბაღდადის ცენტრალურ ბაზარში ნაჯილა ალი საბა ცხრა შვილისა და 21 შვილიშვილისთვის საჭმელს ყიდულობს. ის ამბობს, რომ ბომბის აფეთქების ყოველთვის ძალიან ეშინია: "ცხვორება გართულებულია უსაფრთხოების არ არსებობს, ტერორისტების გამო. ტერორისტების უმრავლესობა ერაყელი არ არის. ისინი სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან.“

ათი წლის წინ, შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ერაყის დაბომბვა დაიწყეს, რასაც მალე სახმელეთო ჯარების მიერ განხორციელებული იერიშიც მოჰყვა. შედეგად, ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო. თუმცა, ერაყელები აცხადებენ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების იმედი, რომელიც მათ ჰუსეინის ძალაუფლებიდან გაძევების შემდეგ გაუჩნდათ არ გამართლდა.

ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას საკუთარი პოლიტიკოსების მიმართ გამოთქვამენ. ერაყელები მათ კორუფციაში და ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების გაღრმავებაში ადანაშაულებენ.

ჰადი ჯალო ბაღდადის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორია. ის ამბობს:

„ერაყელებს შორის აზრთასხვაობა არსებობს. მაგალითად ქურთებს და შიიტებს სადამ ჰუსეინის მმათველობის პერიოდი არ მოსწონდათ. სუნიტებს კი მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური უფლებები ჰუსეინის დროს უფრო დაცული იყო.“

ოსამა რაშიდს ბაღდადის კომერციულ უბანში ტანისამოსის მაღაზია აქვს. ის აბობს, რომ ბიზნესი ზოგჯერ კარგად მუშაობს, ხოლო თუ ქალაქში აფეთქება მოხდა, ის თითქმის ჩერდება:

„უსაფრთხოების მხრი სიტუაცია უკეთესია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო. მაგრამ მდგომარეობა ჯერ ისევ საკმაოდ მძიმეა.“

ბაღდადის მოსახლეობის ნაწილს იმედი გადაწურული აქვს, რომ ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას ოდესმე დაუბრუნდება. თუმცა, ასევე არიან ოპტიმისტებიც, რომლებიც ქალაქისა და ქვეყნის ნათელ მომავალს ხედავნ.
XS
SM
MD
LG