ავღანეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, თალიბმა თავდამსხმელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 16 ადამიანი მოკლეს. მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობაცაა.
თავდასხმა ანდარის უბანში მდებარე პოლიციის საგუშაგოზე განხორციელდა. დაღუპულთა შორის 10 პოლიციის თანამშრომელი და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. იერიშის დეტალები ცნობილი არ არის. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ავღანელი პოლიციელები ჯერ მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მოძრაობის ოფიციალურ განცხადებას საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
დღესვე თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის დასავლეთ გარეუბანში იერიში სამგზავრო ავტობუსზე მიიტანა. დაშავებულთა შორის 6 სამხედრო და 4 სამოქალაქო პირია. დაღუპულთა შესახებ ავღანეთის პოლიცია არაფერს ამბობს. ამ შეტევაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.