ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასიკვდილო განაჩენი


ბრიტანელ ქალს ინდონეზიაში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ინდონეზიის სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერებების ქვეყანაში შეტანის მცდელობის გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. 43 წლის ქალბატონი, ლინდსი სენდიფორდი სასამართლოს სხდომაზე ჩუმად ტიროდა, მაგრამ მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

ინდონეზიას ნარკოტიკებთან დაკავშირებით ძალზე მკაცრი კანონმდებლობა აქვს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, განაჩენი მაინც მოულოდნელი იყო. მით უფრო, რომ პროკურორებმა მხოლოდ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. სენდიფორდი ბალის საერთაშორისო აეროპორტში 5 კილოგრამამდე კოკაინით დააპატიმრეს. სიკვდილმისჯილის განცხადებით, ის ნარკოდილერებმა შვილების მოკვლით დააშინეს და მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
XS
SM
MD
LG