ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა როლი ენიჭბათ ქალებს საარჩევნო პროცესში?


ქალებს ამერიკის პრეზიდენტობის ორივე კანინდატი უდიდეს ყურადღებას უთმობს, როგორც ამომრჩევლების კრიტიკულ მასას.

ეს პრეზიდენტი ობამას წინასაარჩევნო კამპანიისს რეკლამიდან ამოღებული ნაწყვეტია, რომელიც იმ ქალქბის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად, რომლებიც არჩევნებში პირველად ღებულობენ მონაწილეობას:

„პირველი ჯერი ვიღაც მამაკაცთან არ უნდა იყოს. პირველი ჯერისთვის კარგი კაცი უნდა შეარჩიოთ.“

საარჩევნო კამპანია აიოვას შტატში განსაკუთრებულ აქცენტს ქალებისთვის თანასწორუფლებიან სახელფასო პოლიტიკაზე აკეთებს. აიოვაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ობამამ განაცხადა:

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ქალებს მამაკაცების თანასწორი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ეს ძალიან მარტივი პასუხია მარტივ შეკითხვაზე. როდესაც გუბერნატორ რომნის ქალების ხელფასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, მან უპასუხა - მაგ საკითხზე მოგვიანებით დაგიკავშირდებითო.“

რონმი აქცენტს ეკონომიკის მდგომარეობაზე აკეთებს და ამბობს, რომ ამერიკელები რთულ ვითარებაში ცხოვრობენ:

„რატომ ხდება ისე, რომ 3.6 მილიონით მეტი ამერიკელი ქალი დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ვიდრე ობამას პრეზიდენტობამდე? ამ პრეზიდენტმა ამერიკელ ქალებს იმედები არ გაუმართლა.“

რომნი უარყოფს დემოკრატების ბრალდებას, რომ მისი პარტია ქალებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების აკრძალვას გეგმავს. ეს რესპუბლიკელების საარჩევნო რეკლამიდან მოკლე ამონარიდია:

„როგორც ჩანს რომნის სულაც არ ეწინააღმდეგება კონტრაცეპტულ საშუალებებს. პირიქით, ის მიიჩნევს, რომ აბორტი დაშვებული უნდა იყოს გაუპატიურების შემთხვევაში ან მაშინ, როცა ეს დედის სიცოცხლის გადასარხჩენად აუცილებელი პროცედურაა.“

პოლიტიკური მიმომხილველების ერთი ნაწილი აცხადებს,რ ომ რესპუბლიკელები კონტრაცეფციისა და აბორტის წინააღმდეგი არ არიან. თუმცა, იმ პოლიტიკის მხარდაჭერით, რომელიც ულტრაკონსერვატორების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, ისინი შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ აბორტის წინააღმდეგი არიან.

ჯენიფერ ლოლესი, ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი აცხადებს, „შეიძლება რესპუბლიკელები აბორტის წინააღმდეგი არ იყვნენ, მაგრამ მათი პოლიტიკა ისე აღიქმება, რომ ისინი ქალების უფლებებს ლახავენ.“

რებეკა რეტოვსკი სტუდენტია. არჩევნებში ის წელს პირველად მისცემს ხმას. ქალთა უფლებებზე მეტად ის ეკონონმიკურ მდგომარეობას ითვალისწინებს და ამბობს:

„მე რომნის ვალევ ხმას, რადგანაც მგონია, რომ აბორტის უფლებაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტაბილურობაა. ვფიქრობ, რომ რომნი ამ სტაბილურობის შექმნის იმედს იძლევა.“

2008 წელს ქალებმა ამომრჩეველთა 53 პროცენტი შეადგინა. ის, თუ რამდენი მათგანი დაბრუნდება საარჩევნო ჯიხურებში, წლევანდელი არჩევნების შედეგებს გადაწყვეტს.
XS
SM
MD
LG