ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

24 ოქტომბერი გაეროს დღეა


ამერიკა გაეროს დღეს 170 ღონისძიებით აღნიშნავს, რომლებიც 33 შტატში, კოლუმბიის ოლქში და პუერტო რიკოში გაიმართება

24 ოქტომბერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეა. მთელი მსოფლიო დღეს 1945 წელს გაეროს წესდების ძალაში შესვლიდან 67 წლის იუბილეს აღნიშნავს. გაეროს დაარსება ფაქტიურად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც წესდებაზე ხელმომწერმა ქვეყნებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს 5-ივე წევრმა მისი რატიფიცირება მოახდინა.

ამერიკა გაეროს დღეს 170 ღონისძიებით აღნიშნავს, რომლებიც 33 შტატში, კოლუმბიის ოლქში და პუერტო რიკოში გაიმართება. გაეროს შეერთებული შტატების ვებგვერდზე ორგანიზაციის სამომავლო მისია გენერალური მდივნის, ბან კი მუნის შემდეგი სიტყვებით არის განსაზღვრული: „ჩვენ სრული მღელვარების, გარდაქმნების და ტრანსფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. უსაფრთხოება, უთანასწორობა და შეუწყნარებლობა უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. გლობალური და ეროვნული ინსტიტუციები გამოცდის წინაშე დგანან... გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სვლა არ უნდა შეანელოს და გააგრძელოს აქტიურობა მშვიდობის, განვითარების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, ქალების და ახალგაზრდებისთვის მეტი უფლებების მინიჭების საქმეში.“
XS
SM
MD
LG