ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისხლის სამართლის საქმე უდალცოვის წინააღმდეგ


უდალცოვს მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობაში ედება ბრალი

რუსეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციის ლიდერის, სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ, რომელსაც მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობაში ედება ბრალი.

საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ტელევიზიით გამოქვეყნდა უდალცოვის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც ისინი რუსეთში მთავრობის დამხობის შესახებ მსჯელობენ.

გამოძიების განცხადების თანახმად, ფირი ნამდვილია და მისი უტყუარობა არავითარ ეჭვს არ იწვევს. სერგეი უდალცოვი უარყოფს ამ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG