ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რომნის აკრიტიკებს


პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც თეთრ სახლში მოვა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სახეა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ობამამ მისი კონკურენტის, მიტ რომნის გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ამომრჩეველთა ნახევარი ამჟამინდელი ხელისუფლების მსხვერპლია.

პრეზიდენტმა ობამამ დევიდ ლეტერმანის სატელევიზიო შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მან თავისი პირველი რეაქცია დააფიქსირა მიტ რომნის შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე. ფარულ ვიდეო-მასალაში ასახულია რომნის მონაწილოება მაისის თვეში ჩატარებული თანხების მოზიდვის დახურულ ღონისძიებაზე.
XS
SM
MD
LG