ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის უმაღლესი ჯილდო


ბირმის ოპოზიციის დემოკრატ ლიდერს, აუნ სან სუჩის დრეს კონკრესის უმაღლესი ჯილდო გადაეცემა.

ნობელის პრემიის ლაურეატი კონგრესის ოქროს მედლით ვაშინგტონში, სპეციალური ცერემონიის დროს დაჯილდოვდება. კონგრესმა პრესტიჟული ჯილდო მას 2008 წელს მიანიჭა, თუმცა, ამ დროს სან სუჩი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. 66 წლის ბირმელი ოპოზიციონერი შეხვედრებს გამართავს ამერიკელ კანონმდებლებთან.

გუშინ აუნ სან სუჩი სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შეხვდა. კლინტონმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს აშშ-ის მიერ ბირმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. მოგვიანებით სან სუჩი „ამერიკის ხმასაც" ეწვია, სადაც დასძინა, რომ დემოკრატიისკენ ბირმის სწრაფვა შეუძლებელია, თუ ქვეყნის სამხედრო მმართველობა მხარს არ დაუჭერს რეფორმებს.
XS
SM
MD
LG