ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის ახალი სამხედრო სტრატეგია


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას განცხადებით, ვაშინგტონის ახალი სამხედრო სტრატეგია აზიაში პოზიციების გაძლიერებასთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ლეონ პანეტამ ეს განცხადება პეკინში ჩინეთის სამხედრო აკადემიის კურსანტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენი გააქტიურება ჩინეთის პოზიციების შესუსტებას არ ისახავს მიზნად. ჩვენ აქ ურთიერთთანამშრომლობის ახალი მოდელი უნდა შევიმუშავოთ."

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადების თანახმად, რაკეტსაწინაღო თავდაცვის ახალი სისტემები ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG