ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ გაეროს დევნილთა სააგენტოს ეხმარება


Malian refugee prays at UNHCR camp for civilians fleeing violence in Libya, near the border crossing of Ras Jdir, March 3, 2011.
Malian refugee prays at UNHCR camp for civilians fleeing violence in Libya, near the border crossing of Ras Jdir, March 3, 2011.

ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია განაცხადოს, რომ წელს, 2012 წლის განმავლობაში მესამედ, გაეროს დევნილთა სააგენტოს მუშაობისთვის გამოყოფს თანხას,“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრმა. წელს, ამერიკამ დღემდე 720 მილიონი დოლარი გაიღო ორგანიზაციის საქმიანობის დასაფინანსებლად. ამ თანხიდან 100 მილიონი სირიაში, სუდანსა და მალიში მიმდინარე ოპერაციებს მოხმარდება.

ამ ფინანსურ კონტრიბუციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, დევნილთა და მიგრაციის ბიურო აფინანსებს, რომელიც გაეროს დევნილთა უმაღლესი წარმომადგენლის ინიციატივების განხორციელებას უწყობს ხელს.

ამერიკის დაფინანსება მოხმარდება დევნილთა დაცვას და რეპატრიაციას, ინტეგრაციასა და განსახლებას. ამერიკული ფინანსებით ასევე მოხდება დევნილთათვის და იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობისთვის სასმელი წყლის, თავშესაფრის, სურსათ-სანოვაგის, სამედიცინო დახმარებისა და განათლების მიწოდებას სამხრეთ სუდანში, მავრიტანიაში, ბურკინა ფასოში, ჩადში, თურქეთში, იორდანიაში და ლიბანში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არსებობს თურქეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში მყოფი სირიელი დევნილებისთვის დამატებითი დახმარების საჭროება. სირიის რეგიონალური დახმარების გეგმა თურქეთში განსახლებული 50 000 დევნილის და სხვა ქვეყნებში გადასული ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მივესალმებით გაეროს დევნილთა საკითხების უმაღლესი კომისრის საქმიანობასა და მისი მრავალი პარტნიორის მისიას დევნილთა დასახმარებლად მთელს მსოფლიოში,“ - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG